პროფესიონალური შიდა და გარე ფასადების, მინა-ვიტრაჟების წმენდა

ნებისმიერი შენობა — იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსი, ოფისი თუ კომერციული ობიექტი — დროთა განმავლობაში აწყდება შიდა და გარე დასუფთავების სირთულეებს. განსაკუთრებით პრობლემურია მინა-ვიტრაჟებისა და ფასადების წმენდა, რაც ხშირ შემთხვევაში არამარტო შრომატევადი, არამედ სახიფათოცაა. ფანჯრებზე დარჩენილი ლაქები, რემონტის შემდგომი მძიმე დაბინძურება და მაღალი სიმაღლეები შეუძლებელს ხდის ხარისხიანი შედეგის მიღწევას საყოფაცხოვრებო მეთოდებით, ხოლო დაბინძურებული მინა შენობის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებს — როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

ინდუსტრიული ალპინიზმის პროფესიონალი გუნდი გთავაზობთ შენობების შიდა და გარე მინა-ვიტრაჟების, ფასადებისა და სხვა ზედაპირების წმენდა-დასუფთავების სრულ სერვისს უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით. სამუშაოები სრულდება სერტიფიცირებული სამრეწველო ალპინისტების მიერ, საჭიროების შემთხვევაში ხარაჩოებისა და გარე სამშენებლო ლიფტების გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ ყველაზე რთულ და მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს დაზიანებების გარეშე.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ვიტრაჟების, ფანჯრების, ალიკაბონდის და სხვა სახის ზედაპრების ფასადების წმენდა – დასუფთავებას;
  • რემონტის შემდგომ ვიტრაჟების , ფანჯრების და სხვა სახის ფასადების  წმენდა-დასუფთავებას ნაკაწრებისა და დაზიანებების გარეშე;
  • სარეკლამო ბანერების, აბრებისა და ლოგოების წმენდა-დასუფთავებას;
  • გარე წყალსადენი, სანიაღვრე და საწვიმარი (ჟოლობი) მილების გაწმენდა-დასუფთავება

გრძელვადიანი თანამშრომლობის შემთხვევაში ჩვენ შეგიდგენთ შენობის აგებულებისა და სეზონური პირობების გათვალისწინებით ინდივიდუალურ სამუშაო გრაფიკს, განვსაზღვრავთ პერსონალის ოპტიმალურ რაოდენობას, მოვამზადებთ შრომის უსაფრთხოების სრულ დოკუმენტაციას და მომსახურებას შემოგთავაზებთ სტაბილურ, შეღავათიან ფასებში. ანდეთ თქვენი შენობის სისუფთავე პროფესიონალებს და მიიღეთ უსაფრთხო, ეფექტური და ხანგრძლივი შედეგი.

წმენდა