სამრეწველო ალპინიზმი
სამრეწველო ალპინიზმი არის სპეციალიზებული სამუშაოების შესრულების მეთოდი სიმაღლეზე, თოკებისა და პროფესიონალური ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენებით, მაშინ როცა კიბეები, ხარაჩოები, ამწეები-კალათებით და გარე ლიფტებით (ე.წ. ლურკა) შეუძლებელია ან ნაკლებად ეფექტურია სამუშაოების შესრულება და საჭიროა თოკზე სწრაფი და ზუსტი მოქმედება… ამდროს უსაფრთხოება და პროფესიონალიზმი გადამწყვეტი და უმთავრესია…
სამრეწველო ალპინიზმის (rope access) მეთოდით სრულდება შემდეგი სამუშაოები:
🏢 შენობები და ფასადები
- ფასადების შეღებვა
- ბზარების შეკეთება და ჰერმეტიზაცია
- ბათქაშის აღდგენა
- დეკორატიული ელემენტების მონტაჟი/დემონტაჟი
- ქვის, ბეტონის, მეტალის ფასადების რემონტი
- ფასადის გამაგრება
🪟 წმენდა და მოვლა
- მაღალსართულიანი შენობების ფანჯრების წმენდა
- ვიტრაჟების და მინის კონსტრუქციების წმენდა
- ფასადების რეცხვა (წყლის აპარატით)
- მზის პანელების წმენდა
- ძეგლების და მონუმენტების წმენდა
🧱 ჰერმეტიზაცია და იზოლაცია
- ფასადის ნაკერების ჰერმეტიზაცია
- სახურავის ნაკერების და გადაბმების დამუშავება
- სითბოსა და წყლის იზოლაცია
- სილიკონისა და პოლიურეთანის მასალებით ჰერმეტიზაცია
- ფანჯრის გარე დაზიანებული ადგილების დალუქვა
🧰 მონტაჟი / დემონტაჟი
- გარე რეკლამების მონტაჟი/დემონტაჟი
- ბანერების, ბილბორდების მონტაჟი/დემონტაჟი
- კონდიციონერების გარე ბლოკების მონტაჟი/დემონტაჟი
- კამერების, სენსორების, განათების და ა.შ. მონტაჟი/დემონტაჟი
- საკომუნიკაციო და ელექტრო კაბელების მონტაჟი/დემონტაჟი
🏗️ ინდუსტრიული ობიექტები
- ქარხნებში კონსტრუქციების მონტაჟი/დემონტაჟი
- რეზერვუარების შეკეთება, მონტაჟი/დემონტაჟი
- მილსადენების ინსპექცია, შეკეთება და მონტაჟი/დემონტაჟი
- საკვამურ მილებზე შიდა და გარე სამუშაოები, მონტაჟი/დემონტაჟი
- ნავთობისა და გაზის ობიექტებზე სამუშაოები, მონტაჟი/დემონტაჟი
🌉 ინფრასტრუქტურა
- ხიდების ინსპექცია და რემონტი
- გვირაბების ზედა ნაწილებზე სამუშაოები
- ანძებისა და კოშკების მოვლა, გარემონტება, მონტაჟი/დემონტაჟი
⚡ ენერგეტიკა და კავშირი
- ელექტრო გადამცემი ხაზების მომსახურება
- ანძებზე ანტენების მონტაჟი
- მობილური ოპერატორების აღჭურვილობა
- ქარის ტურბინების ინსპექცია და რემონტი
🏛️ კულტურული მემკვიდრეობა
- ეკლესიებისა და ისტორიული შენობების რესტავრაცია
- გუმბათებზე სამუშაოები
- ქანდაკებების შეკეთება
🌳 არასტანდარტული სამუშაოები
- ხეების მოვლა სიმაღლეზე (არბორისტიკა)
- კლდეებზე სამუშაოები
- ავარიული ელემენტების მოხსნა და სტაბილიზაცია
- ჩამონგრევის საფრთხის მქონე ნაწილების დემონტაჟი
🚨 საგანგებო და ინსპექციური სამუშაოები
- ავარიული შენობების შემოწმება
- ტექნიკური დიაგნოსტიკა სიმაღლეზე
- ფოტო/ვიდეო ინსპექცია დრონთან კომბინაციით
- კერძო სამაშველო ოპერაციები, რომელიც მოიცავს:
- უგონო ან მძიმედ დაშავებული ადამიანის ჩამოყვანა თოკიდან (მაგ.: თოკზე ჩამოკიდებული მუშის გადარჩენა)
- ხანძრის დროს გარე ევაკუაცია თოკის ტექნიკისა და სამრეწველო სამაშველო ალპინისტური მეთოდის გამო
- ავარიული, ჩამოშლის პირას მყოფი შენობიდან , სადაც ჩვეულებრივი ვერტიკალური ასასვლელებით (მაგ.:კიბე, ლიფტი და ა.შ.) გადაადგილება ხდება შეუძლებელი,🧗♂️ სამრეწველო სამაშველო ალპინისტური მეთოდითა და თოკის ტექნიკის გამოყენებით დაზარალებულების, მაცხოვრებლების ან სხვა ვიზიტორების ევაკუაცია…
და ა.შ.
სამაშველო ოპეწრაციების დროს სამრეწველო სამაშველო ალპინისტური მეთოდის უპირატესობას შეადგენს :
- მიუდგომელ ადგილებზე მისასვლელად თოკის ტექნიკის გამოყენებით რთული თოკის სადგურების აწყობა მაქსიამლურად უსაფრთხოდ, ეფექტურად და მცირე დროში
- სამრეწველო სამაშველო ოპერაციის განხორციელება ხდება ხშირად მუშის გადარჩენისთვის
- სამაშველო მოქმედება ხდება თოკზე პროფესიონალური საალპინისტო აღჭურვილობით მილიმეტრული სიზუსტით, რაც ქმნის სამაშველო ოპერაციის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს
- სამაშველო ოპერაცია შესაძლებელია მცირე ჯგუფებვით (1–3 ადამიანი), რაც ამარტივებს ამ ჯგუფის კორდინაციას და მობილიზებას…
უსაფრთხოება და სერტიფიკატები
სამრეწველო ალპინიზმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე პროფესიაა, სადაც სამუშო მოცემულობაში ერთდროულად გვაქვს:
,,სიმაღლე “, ,,ადამიანი”, ,,დრო” და ,,რისკი”;
ამიტომ საჭიროა ალპინისტების სწორი გადამზადება, გამოცდების ჩაბარება და რაც შეიძლება მაღალი ნდობის მქონე სერტიფიკატების აღება (IRATA; SPRAT და ა.შ). სამრეწველო ალპინისტები გადიან სპეციალურ მომზადებას და მუშაობენ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებით (ორი თოკის ტექნიკის სისტემით -ძირითადი და დამზღვევი თოკებით; დამცავი სისტემებით; თოკების, აღჭურვილობის, თანამშრომლებისა და სასიმაღლო სამუშაოებზე თოკზე წვდომის სისტემის სწორად გამოყენების რეგულარული ინსპექტირებით და ა.შ.).
სამრეწველო ალპინისტის სერტიფიკატი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს გავლილი აქვს პროფესიული სწავლება და შეუძლია სიმაღლეზე მუშაობა თოკების სისტემით უსაფრთხოების საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტების მიხედვით.
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ალპინისტი:
- მუშაობს თოკებზე წვდომის (Rope Access) მეთოდით
- ფლობს დამზღვევი სისტემების გამოყენების მეთოდების ცოდნას
- იცის უსაფრთხოების წესები, კვანძები, სისტემები
- შეუძლია თავის და პარტნიორის დაცვა
- იცის, როგორ იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციებში, კაცის ჩავარდნის ან სხვისი გადარჩენის – იგივე სამამშველო მოქმედებების დროს.
👉 ,,შეცდომა” შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდეს და აქ „გამოცდით სწავლა“ დაუშვებელია.
საერთაშორისო სტანდარტები
მსოფლიოში სამრეწველო ალპინიზმის ინდუსტრიაში ყველაზე გავრცელებული სისტემებია:
IRATA (International Rope Access Trade Association)
- ყველაზე ავტორიტეტული და მოთხოვნადი
- გამოიყენება ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში
- აქვს 3 დონე
SPRAT (Society of Professional Rope Access Technicians)
- პოპულარულია აშშ-ში და კანადაში
- ასევე აქვს 3 დონე
ამ სერტიფიკატებით შეგიძლია მუშაობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს ჩვეულებრივ 3 წელიწადს.
აღნიშნული სტანდარტების სწავლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირება (პრაქტიკა), რომლის ხანგრძლივობა და სტაჟირებისას გამოყენებული თოკზე წვდომის სისტემები უნდა აისახოს ალპინისტის პირად წიგნაკში.
რატომ არის საჭირო სტაჟირება (პრაქტიკა)?
თეორია საკმარისი არ არის ❌
სტაჟირება საჭიროა იმიტომ, რომ:
- რეალურ ობიექტზე ისწავლო სიმაღლის ფსიქოლოგიური კონტროლი
- გაიგო, როგორ მუშაობენ ქარი, წონა, ინსტრუმენტები
- გამოცდილ ალპინისტთან ერთად აითვისო:
- სწორი პოზიციონირება
- დროის მართვა
- უსაფრთხო კომუნიკაცია გუნდში
👉 ამიტომ სწავლება იყოფა საფეხურების მიხედვით:
Level 1 level 2 level 3
დამხმარედ → ჯუნიორად → სრულფასოვან სპეციალისტად
საქართველოში და ევროპაში IRATA ყველაზე მეტად ფასობს.
IRATA-ს დონეები:
Level 1 | – მუშაობა თოკებზე ზედამხედველის კონტროლით |
Level 2 | – კომპლექსური სისტემები + შეზღუდული სამაშველო |
Level 3 | – ბრიგადირი / სუპერვაიზერი + სრული rescue |
რას სწავლობ სერტიფიკაციის კურსზე?
- თოკების სისტემები (Main / Backup)
- კვანძები და დამაგრება
- დაშვება / აწევა
- სამუშაო პოზიციონირება
- ავარიული სიტუაციები
- სიმაღლიდან გადარჩენა (Rescue)
რა უპირატესობები აქვს სამრეწველო ალპინიზმსს პრაქტიკაში:
- ქალაქებში სულ უფრო მეტი მაღალსართულიანი შენობაა
- ხარაჩოები ძვირი და ნელია
- ალპინისტი მიდის იქ, სადაც ამწე ვერ მიდის
- ნორმალური შემოსავალი გამოცდილების მატებასთან ერთად
- მოთხოვნადი პროფესია
- შეგიძლია მუშაობა უცხოეთშიც
აქვე ავღნიშნოთ სამრეწველო ალპინიზმის მინუსები:
- ფიზიკურად მძიმე
- პასუხისმგებლობა მაღალია
- არ არის ყველასთვის (სიმაღლის შიში, ჯამრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ❌)
- უმუშევრობა გარემოკლიმატური პირობების გამო (ძლიერი წვიმა/თოვა, ქარი, მაღალი სიცხე, ყივნა და ა.შ.)
დამსაქმებლის პასუხისმგებლობა
კომპანიას (დამსაქმებელს) კანონით ევალება სასიმაღლო სამუშაოებისას (რომელიც საჭიროებს სამრეწველო ალპინიზმის ჩარევას) დასაქმებულს მოსთხოვოს სერტიფიკატი / სერტიფიკატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე შემთხვევის დროს, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯამრთელობის დაზიანებას, კომპანიას სრულად დაეკისრება პასუხისმგებლობა…
IRATA International-ის სერტიფიკატის მიღება საქართველოში ჯერჯერობით შეუძლებელია (ამ საკითხზე მუშაობს ჩვენი კომპანია -შპს ინდუსტრიული ალპინიზმის ჯგუფი (ს/ნ:400332369) და გუნდი, რათა შესაძლებელი იყოს ქართველი სამრეწველო ალპინისტების სერტიფიცირება).
IRATA თვითონ არ ასწავლის. ასწავლიან აკრედიტირებული სასწავლო ცენტრები, რომლებიც მუშაობენ IRATA-ს წესებით და გამოცდაზე ყოველთვის არის უცხოელი ,,IRATA Examiner”(გამომცდელი – გამოცდის მიმღები), რაც გამორიცხავს გამოცდის მიმღებსა და ჩამბარებელს შორის კორიფციულ გარიგერბას (რაც პირდაპირ დაკავშირებულია პრაქტიკაში ადამიანის სიცოცხლის ზიანთან) და სერტიფიკატის არასწორად ან არასათანადო პიროვნების მიმართ გაცემას…
გამომდინარე აქედან სწავლებაზე შენ იღებ ნამდვილ საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში.
სამწუხაროდ !!!!
საქართველოში ხშირად ხდება არაპროფესიონალი სამრეწველო ალპინისტების დასაქმება, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ამავე სამრეწველო ალპონისტის სიცოცხლეს და ასევე კანონის წინაშე პასუხისმგებლობის დიდი რისკი უქმნის დამქირავებლებსა და ხშირ შემთხვევაში დამქირავებლის შრომის უსაფრთხოების სპეციალიტებს არაპროფესიონალური მიდგომის გამო, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს:
- დამქირავებელი და მისი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი/სპეციალისტები არ ითხოვენ შესაბამის სერტიფიკატებს (IRATA; SPRAT ან სახელმწიფოსგან აკრედიტირებულ სპეციალური სასწავლებლის/სასწავლებლების მიერ გაცემულ სერტიფიკატებს – ასეთი სასწავლებლების სწავლება მოწმდება თავიდან ბოლომდე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ამავე სამსახურის მიერ მოწვეული დარგის ექსპერტის მიერ)
- ხშირ შემთხვევაში ხდება პროფესიების აღრევა: სამრეწველო ალპინისტის პროფესიის არევა ხდება სპორტულ ალპინიზმში, სპელეოლოგიაში, კანიონიზმში და ა.შ. , რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან სამრეწველო ალპინიზმის თოკის გამოყენების ტექნიკა, აღჭურვილობა და უსაფრთხოების მიმართ მიდგომის სისტემა მეტ ნაკლებად და ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილ სპორტული მიმდინარეობებისგან და რათქმაუნდა ამას ტავისი მმიზეზები აქვს… ასე რომ სპორტული მიმდინარეობების თოკის ტექნიკის გამოყენების მეთოდები და უსაფრთხოების სისტემების აღრევა სამრეწველო ალპინიზმში ყოვლად დაუშვებელია
- ხშირ შემთხვევაში არ უმოწმებენ აქვთ თუ არა ყველა სამრეწველო ალპინისტს სერტიფიკატი; ან თუ აქვთ – არ ინტერესდებიან ამ სერტიფიკატების წარმომავლობითა და სანდოობით. ხშირ შემთხვევაში გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ამას კანონიც არ ითხოვს და იურიდიული დოკუმენტაციის გამართულობისა და დამქირავებლის ბიუჯეტის სიმწირის გამო აღარ ხდება სამრეწველო ალპინისტების სერტიფიკატების გადამოწმება დამატებით, რამაც ასევე აღსაღნიშნია, რომ პირდაპირი კავშირი შეიძლება იქონიოს სამრეწველო ალპონისტის სიცოცხლისა და ჯამრთელობის ზიანის დადგომის ალბათობასთან.
- არ მოწმდება მკაცრად სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ობიექტები, რომლებიც საჭიროებენ მარლივ სამუშაოებს და სამრეწველო ალპინისტებს (მაგალითად – სამშენებლო ფირმები; თვითონ სამრეწველო ალპინისტების ფირმები და ა.შ )
- რეალურად დახვეწილი არ არის და ხშირ შემთხვევაში არ არსებობს კანონის ნორმები, ნორმატიული აქტები ან ბრძანებები, რის მიხედვითაც სახემწიფო მოხელეებს ექნებათ მაღლივი სამუშაოებისა და სამრეწველო ალპინიზმის შრომის უსაფრთხოების გადამოწმების გამართული ბერკეტი.
- და ა.შ.

